ეე - ეროვნული ერთობა

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » ეე - ეროვნული ერთობა » პოლიტიკ& » ადოლფ ჰიტლერი ბრ


ადოლფ ჰიტლერი ბრ

Сообщений 1 страница 4 из 4

1

მისი უამრავი ფოტო მინახავს, მაგრამ ყოველ მათგანზე იგი სხვადასხვანაირია. შეიძლება იფიქრო, მისი შინაგანი მზერა ობიექტივს გაურბისო. ეს „შორეული სახის" უტყუარი ნიშანია. ჩემს ყურადღებას იპყრობს ფოტო, სადაც იგი ჰინდენბურგთან არის გადაღებული: დიდი სარდალი, ოთხმოცს გადაცილებული ჭარმაგი კაცი, ჯერ კიდევ კლდესავით დგას, ოღონდ მოკლებულია ყოველგვარ იდუმალებას. იგი იქ იმყოფება, ესაა და ეს. მაშინ როცა ჰიტლერი, მოკრძალებით გულზე ხელებგადაჭდობილი და გარინდული, ოდნავ შესაგრძნობი აურის საფარველში გახვეული, უსასრულოდ იზრდება და სიშორისაკენ მიისწრაფვის. ვინ იცის, იქნებ მისი სახე გამუდმებით ასხივებს ისეთ შინაგან ძალას, რომ დაუნდობელი, მოურიდებელი კამერა უძლურია შეაჩეროს და ფირზე აღბეჭდოს იგი.
    დაფარული არ გაცხადდების, მაგრამ მაინც ღირს შეეცადო გამოიცნო იგი. ძალზე დამახასიათებელია ის ფოტო, სადაც იგი ბატონ რიბენტროპს, ლონდონის მაშინდელ ელჩს, ფლოტის თაობაზე მიღებული კონვენციისთვის მადლობას უხდის: სერიოზული და შეწუხებული სახე აქვს, ბატონი რიბენტროპი კი სიხარულისგან გასხივოსნებულია და ის სხივი ფიურერის შინაგანი შუქისგან მოედინება. დიახ, მისი სახე აშკარად განსახოვნდება იმ ადამიანში, ვისაც იგი იმ წუთში ესაუბრება. იგი ხშირად ჩნდება მოზარდების წრეში და მათი აღფრთოვანებული სახეებიც მისი შუქითაა გაცისკროვნებული.
     მას ჟამიდან ჟამზე კვირის ახალ ამბებში ვუყურებ ხოლმე. აქ მისი სახე უფრო უშუალო და მეტყველი ჩანს. მარშალ გერინგის ქორწილზე გადაღებული ფილმი კი მას ლამის სიმბოლურად წარმოგვიდგენს. იგი ყველასთან ახლოს დგას, განსაკუთრებით კი ახალდაქორწინებულ წყვილთან და მაინც ჩანს, რომ თანამებრძოლები და მეგობრები, ანუ მისი ახლობლები, ამ სიშორეს ყველაზე უფრო მწვავედ სწორედ მის სიახლოვეს გრძნობენ.
     ერთხელ იგი - თუკი უფლება მაქვს ჩემი სუბიექტური განცდა სიტყვიერად გამოვხატო - შემოქმედებით, სულიერ სიბრტყეზე აღვიქვი, იქ, სადაც ირეალური ლამის რეალურს ესაზღვრება. ამიტომაც ვბედავ ვთქვა: ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა მისი შინასახე სრულად გამოეხმო და პორტრეტში გაეცოცხლებინა. იქნებ ვინმე ხეზე მკვეთელს ხვდომოდა წილად ეს ბედნიერება, მაგრამ მაშინ პორტრეტს მისი მუქლურჯი და თან შუქიანი თვალები დააკლდებოდა, მის შინაგან სამყაროს თავის თავში ფარულად რომ დაატარებენ. ამ თვალების მკაცრი მზერის წინაშე გაცამტვერდება ყოველივე ყალბი და ცრუ.         მისი მიხრა-მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალშისაცემი. აი იგი კიბეზე ჩამოდის. კიბის ძირში მედიდურად ჩერდება საგნებს ზემოდან დასცქერის და შორს ისე იყურება, თითქოს უეცრად რაღაც საფრთხე იყნოსაო; შემდეგ თავს ხრის, ოდნავ მკაცრად, გრძელი, ღონიერი ნაბიჯით განაგრძობს გზას. ხელებს იქნევს, გრძელ, ენერგიულ ხელებს, რომლებიც მის მტკიცე ნაბიჯს ფრთას ასხამენ. აქ მისი ყოველი მოძრაობა პლასტიურად დასრულებული ჩანს.

0

2

http://static.open.salon.com/files/adolf_hitler1244032948.jpg

0

3

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/92/Drawing_of_Adolf_Hitler.jpg
sieg heil

0

4

http://media.artdiamondblog.com/images2/HitlerAndDog.jpg

0


Вы здесь » ეე - ეროვნული ერთობა » პოლიტიკ& » ადოლფ ჰიტლერი ბრ