”ეროვნული ერთობის” მიზანია პროპაგანდა გაუწიოს ქართველი ეთნოსის თვითგადარჩენის, გაძლიერებისა და აღორძინებისათვის ბრძოლას მშვიდობიანი გზით. ”ეროვნული ერთობის” იდეოლოგიით ქართველი ერი არის ქართლელთა, მეგრელთა, სვანთა, კახთა, ინგილოთა, ფერეიდნელ ქართველთა, ლაზთა, იმერელთა, რაჭველთა, გურულთა, აჭარელთა, მესხთა, აფხაზთა და იმერხეველთა ერთობა.
”ეროვნული ერთობა” აღიარებს, რომ მოქალაქეობრივად ყველა სხვა ეთნოსის და ერის წარმომადგენელი ითვლება ქართველად, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ქართული ეთნოსის, ნაციის და ერის წარმომადგენლებს.
”ეროვნული ერთობა”, ასევე, აღიარებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის წინაშე თანასწორია ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, სქესისა და რელიგიური მრწამსისა.