საინფორმაციო წყაროების მეშვეობით გაგონილი გვექნება პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს იგი კვიპროსის პრეცენდენტად აღიქვამს ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე თქვენთვის ეს თემა "კვიპროსის კონფლიქტი" გამეშუქებინა.
ახალი სახელმწიფოს მთავარ პრობლემას ქვეყნის ეთნიკურად ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის დაპირისპირება წარმოადგენდა და ხშირად მსხვერპლით მთავრდებოდა.
1955 წელს პოლკოვნიკმა გრივასმა საბერძნეთის ხელისუფლების და არქიეპისკოპოს მაკრონიოს მე-3 ის მხარდაჭერით, ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობისაგან ჩამოაყალიბა კვიპროსის განმანთავისუფლებელთა კავშირი EOKA რომლის მიზანიც იყო კუნძულის ბრიტანელებისაგან განწმენდა და საბერძნეთთან შეერთება.
ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ კუნძულის ეთნიკურად თურქი მოსახლეობისაგან შეიქმნა შეიქმნა ორგანიზაცია TMT.
ორივე დაჯგუფება საბერძნეთისა და თურქეთის მთავრობების მიერ იმართებოდა რაც დაძაბულობის გამწვავებას კიდევ უფრო ხელს უწყობდა. 1967 წლიდან კუნძულზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როცა საბერძნეთში სათავეში ხუნტა მოვიდა, პოლკოვნიკი გრივასი კი მისი სრული მხარდაჭერით მოქმედებდა რომელიც ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრე პროსაბჭოური ორიენტაციის მქონე პრეზიდენტ მაკრონიოსს.ამის საპასუხოდ მაკრონიოსმა ეროვნული გვარდიიდან 650 ბერძენი ოფიცერი დაითხოვა.
1974 წლის 15 ივლისს ბერძნეული მოსახლეობის წაქეზებით 11 ათასიანი ეროვნული გვარდია და და კუნძულზე დისლოცირებული 950 კაციანი ბერძნული ბატალიონი აჯანყდა. რომლებმაც ნიქოზის აეროპორტი, რადიოსადგური, პრეზიდენტის სასახლე და ამთავრობო შენობები დაიკავეს. პრეზიდენტი მაკრონიუსი იზულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ძალაუფლება კი ხუნტის მომხრე ნიკოს სამპსონმა ჩაიბარა. ამბოხებულებს მთავრობის მომხრეები და პოლიციელები დაუპირისპირდნენ თურქეთმა კი ეთნიკურად თურქი მოსახლეობის დაცვის მიზნით ინტრრვენციის სამზადისი წამოიწყო.