კარატეს ისტორია სათავეს იღებს მე-14 ე საუკუნიდან კუნძულ ოკინავაზე,არქიპელაგ რიუკიუს შედარებით დიდი კუნძულიდან. 1422-1429 ოკინავას სამეფოს სათავეში ჩაუდგა სიო ჰასი, რომელმაც გაატარა ღია კარის პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც ოკინავა გახდა საერთაშორისო ნაოსნობისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი. უცხოელების მუდმივი სტუმრობის შედეგად, ოკინაველებმა შესძლეს გასცნობოდნენ საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სტილს იაპონიიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, ინდონეზიიდან და ა.შ.
მეფე სიო სინის მარტველობის წლებში( 1477-1526) გახშირდა შეტაკებები ადგილობრივ კლანებს შორის ხშირად თავს ესხმოდნენ მეფის ჯარისკაცებსაც ამიტომ კუნძულზე აიკრძალა ცივი იარაღის შენახვა მაგრამ ამ აკრძალვამ მოსახლეობა მეკობრეებისაგან დაუცველი დატოვა. ამიტომ გახშირდა ინტერესი შიშველი ხელებით თავდაცვის მიმართ და ჩამოყალიბდა ორი მინდინარეობა "ტე" და "კობუდო" ტეში ძირითადად არისტოკრატიული ფენის წევრები ვარჯიშობდნენ ხოლო კობუდოში კი გლეხები და და დაბალი ფენის სხვა წარმომადგენლები.
საბრძოლო იარაღებად გამოიყენებოდა სამეურნეო და სათევზაო იარაღები.

1609 წელს იაპონელმა თავადმა სიმა-ძუ თავს დაესხა კუნძულს და კუნძულის მოსახლეთ გაუგონარი გადასახადები დაუწესა. დიდ სირთულეს წარმოადგენდა ბრძოლები იაპონელ სამურაებთან რადგან მოსახლეობას შიშველი ხელებით უხდებოდათ შეტაკებები კბილებამდე შეჟურვილ მებრძოლებთან.
http://eroage.ru/wp-content/uploads/199980749.gif
http://images.paraorkut.com/img/clipart/images/k/karate-948.png
http://www.clubvoiny.ru/foto/il5.jpeg