საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მცხოვრებ 21 წლის ნიკა ამირაჯიბს, რომელიც აგვისტოს ომის დროს დასახიჩრდა, მკურნალობის ხარჯების დაფინანსებაზე ოფიციალური უარი უთხრა.

ნიკა ამირაჯიბმა ქალა – ტვინის დახურული ტრავმა და კონტუზია ცხინვალში ბრძოლის დროს, ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო. მას ოთხი თვის განმავლობაში მეტყველება საერთოდ დაკარგული ჰქონდა და მკურნალობას დღემდე საჭიროებს, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახიჩრება მიღებულია სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებას.